ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა – “კარლსრუე” “ჰანოვერთან” დამარცხდა

მეორე ბუნდესლიგის 33-ე ტურში „კარლსრუე“ საკუთარ მოედანზე „ჰანოვერთან“ 1:2 დამარცხდა.
მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე 55-ე წუთზე შვიდა შეცვლაზე და ბურთზე ბრძოლისას უნებლიე უხეშობისთვის ყვითელი ბარათი მიიღო. ის აქტიური იყო, რამდენიმე მომენტი შექმნა, თუმცა საგოლე მოქმედებით ამჯერად თავი ვერ გამოიჩინა.
„კარლსრუე“ 52 ქულით მეხუთე ადგილზეა და 19 მაისს, ბოლო ტურში გასვლაზე „ელვერსბერგს“ დაუპირისპირდება.
კარლსრუე – ჰანოვერი 1:2
გოლები: 0:1 ფოლგზამერი (19), 1:1 ნებელი (43), 1:2 ჰალსტენბერგი (65)