მეორე ბუნდესლიგის 26-ე ტურში „კარლსრუე“ „მაგდებურგს“ მასპინძლობს და 37-ე წუთისთვის 3:0 ამარცხებს. “კარლსრუე” მეშვიდე წუთზე მარსელ ფრანკემ დააწინაურა, შემდეგ კი ზივზივაძემ, რომელმაც “ჰოლშტაინთან”გასული ტურის მატჩი ავადმყოფობის გამო გამოტოვა, დუბლი შეასრულა.
ზივზივაძემ მიმდინარე ჩემპიონატზე 24-ე მატჩში 10 გოლი გაიტანა.