ზივზივაძემ ანგარიში გაათანაბრა და ჩემპიონატის თანაბომბარდირი გახდა

მეორე ბუნდესლიგის მეცამეტე ტურში „კარლსრუე“ გასვლაზე „გროიტერ ფიურტს“ ეთამაშება. პირველი ტაიმი მასპინძლებმა 1:0 მოიგეს, შესვენების შემდეგ კი სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ ანგარიში გაათანაბრა.
ქართველი ფორვარდი 9 გატანილი გოლით ისაკ ლიდბერგთან (დარმშტადტი) ერთად ჩემპიონატის ბომბარდირია.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში