ზივზივაზეს გოლი არ ჩაუთვალეს – “კარლსრუე” “კაიზერსლაუტერნთან” დამარცხდა

მეორე ბუნდესლიგის მეთხუთმეტე ტურში „კარლსრუე“ გასვლაზე „კაიზერსლაუტერნთან“ 1:3 დამარცხდა.
თავიდან მასპინძლები პენალტით დაწინაურდნენ. სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ 45-ე წუთზე თავურით გაიტანა, მაგრამ გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. მეორე ტაიმში „კაიზესრლაუტერნმა“ ორწუთიან მონაკვეთში ორი გოლი გაიტანა, ბოლოს მარვინ ვანიტცეკმა საჯარიმოდან ანგარიში შეამცირა და მატჩი 3:1 დასრულდა.
ზივზივაძემ შეუცვლელად ითამაშა – შეფასებები: sofascore 6.4, whoscored 6.2, flashscore 6.0.
„კარლსრუე“ 23 ქულით მეექვსე ადგილზეა და 13 დეკემბერს „რეგენსბურგს“ უმასპინძლებს.
კაიზერსლაუტერნი – კარლსრუე 3:1