ზვიად ძიძიგური – „ქართული ოცნება“ „კვერცხისროლია“ ხელისუფლებად ჩამოყალიბდა

დილის 04:00 საათზე, აეროპორტში, კვერცხებით შეიარაღებული ადამიანების გადაადგილება, რა თქმა უნდა, წინასწარ ორგანიზებულია. სასაცილოა, ხელისუფლება იქამდე დაეცა, რომ პოლიტიკურ ოპონენტებთან არგუმენტის ნაცვლად, ფიზიკური დაპირისპირებებია – „კვერცხისროლია“ ხელისუფლებად ჩამოყალიბდა, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გიორგი გახარიას მიმართ აეროპორტში კვერცხების სროლასა და შეურაცხმყოფელ შეძახილებს იმ დროს, როდესაც ის მიუნხენის კონფერენციიდან თბილისში დაბრუნდა.
ძიძიგურის თქმით, ბოლო დროს მიმდინარე პროცესებში „მთავარი დრამატიზმი ისაა, რომ პოლიტიკური ოპონენტის მიმართ ანგარიშსწორება ჩვეულებრივი მოვლენა გახდა და საბჭოთა კავშირში ვბრუნდებით“.
„დილის 04 საათზე, აეროპორტში, კვერცხებით შეიარაღებული ადამიანების გადაადგილება, რა თქმა უნდა, წინასწარ ორგანიზებულია და ამაზე კამათი არ შეიძლება. სასაცილოა, რომ ხელისუფლება იქამდე დაეცა, რომ პოლიტიკურ ოპონენტებთან არგუმენტით, დაპირისპირების ნაცვლად, არის ფიზიკური დაპირისპირებები. „კვერცხისროლია“ ხელისუფლებად ჩამოყალიბდა. ეს ხომ მხოლოდ გიორგი გახარიას წინააღმდეგ არაა? ასობით ადამიანი მიტინგებზე სრულიად არაპროპორციული ძალით უსწორდებიან, ზედ დახტიან ადამიანებზე, სიკვდილის პირას მიჰყავთ, ძვლებში ამტვრევენ. პოლიტიკური პატიმრებით გამოტენეს ციხეები. მზია ამაღლობელი სიკვდილის პირასაა მისული და ხელისუფლება, ვითომც აქ არაფერი, ცინიკური კომენტარებით შემოიფარგლება. ეს ძალიან ცუდად დამთავრდება. მათივე ციფრებით, რაც -მ დადო, 850 ათასმა ადამიანმა ხელისუფლების წინააღმდეგ მისცა ხმა. ხელისუფლების წინააღმდეგ მიცემული ხმის რაოდენობა ამხელაა და ამ ადამიანს ელაპარაკები კვერცხების სროლით, ცემით, დაბულინგებით, ცინიკური გამოსვლებით, კანონში დრაკონული ცვლილებების შეტანით. ამით რა შედეგი უნდა გამოვიდეს? ხელისუფლება თავის მოქალაქეებს ასე უნდა ესაუბრებოდეს? რამდენადაც არ უნდა ეზიზღებოდეს, შეიძლება ასეთი ენით ესაუბრო ასობით ათას ადამიანს?..
ყველაზე დაცული სივრცეა აეროპორტი, სადაც უსაფრთხოების მაღალი ზომებია, ამის მიუხედავად პოლიციამ მისცა სრული შესაძლებლობა იქ მყოფი ადამიანის ჯგუფს, რომ ასეთი ტიპის პოლიტიკური ანგარიშსწორება განეხორციელებინა ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტის მიმართ. პოლიცია, რომლითაც ეს სივრცე გამოტენილია, ვითომ ამას ვერ ხედავდა. ეს ხომ თავისით არ ხდება? ეს ხდება იმ შემთხვევაში, თუ აეროპორტის პოლიცია გასცემს განკარგულებას: “ასეთი ამბავი მოხდება და თქვენ არ შეიმჩნიოთ”. აეროპორტის პოლიცია ამას თავად არ წყვეტს, ამის ნებართვა -მ და ვინმე მაღალჩინოსანმა უნდა მისცეს. სამარცხვინო მდგომარეობაა, როცა შსს-ს მაღალჩინოსნები დაკავებულები არიან იმით, როგორ ესროლონ კვერცხი პოლიტიკურ ოპონენტებს, ეს არის სასაცილო, სატირალი რომ არ იყოს. ასეთ სატირალ მდგომარეობაში ვიმყოფებით.
თანაც, ეს არ არის განყენებული თემა. ჯერ ერთი, ეს არის მეორე თავდასხმა გახარიაზე ამ ერთი თვის განმავლობაში. მეორე მხრივ, თავდასხმას წინ უსწრებდა მიუნხენის კონფერენცია. მიუნხენის კონფერენციაზე მუდმივად მონაწილეობდა ხელისუფლება, როგორც ივანიშვილის, ისე სააკაშვილის ხელისუფლება. ეს იყო პირველი შემთხვევა და ძალიან დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები მიუნხენის კონფერენციაზე არ იყვნენ და იყო და გიორგი გახარია ოპოზიციიდან. როდესაც მსოფლიოს ბედი წყდება და რუსეთ-უკრაინის ომის გადამწყვეტი ფაზები ახლოვდება, საქართველო, რომელიც სისხლხორცეულადაა დაინტერესებული საკითხებით, რაც მიუნხენის უსაფრთხოებაზე კონფერენციაზე განიხილება, აქ არ მონაწილეობს. ამის გამო ერთგვარი გაღიზიანება იყო“, – განაცხადა ძიძიგურმა.
გარდა ამისა, ზვიად ძიძიგურმა ისაუბრა „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის შიმშილობის თაობაზე. „ქართულ ოცნების“ წევრებს მოუწოდა, „სულელურ გადაწყვეტილებაში ნუ გაჯიუტდებიან“ და ამაღლობელს პატიმრობის ღონისძიება შეუცვალონ.
„მინდა, ხელისუფლებას მოვუწოდო, ნუ გაჯიუტდებიან თავიანთ სულელურ გადაწყვეტილებაში და შეუცვალონ პატიმრობის ღონისძიება მზია ამაღლობელს. შიმშილობის 38 დღე – ეს არის ორგანიზმის რესურსების, პრაქტიკულად, სრულიად ამოწურვა. თეორიაში ითვლება, რომ 40 დღე უკიდურესი ზღვარია და იმის იქით, ადამიანის ორგანიზმი იღუპება. მძიმე ვითარება შეიძლება დადგეს, თუ პატიმრობა სხვა აღკვეთის ღონივრებს არ შეიცვლება. სიკვდილის პირასაა ქალი მისული და რამე უბედური შემთხვევა რომ მოხდეს, ამას როგორი ტიპის რეაქცია და გაგრძელება ექნება ქართულ საზოგადოებაში, ამის დანახვა ძნელი არაა. ვისურვებდი, გამოფხიზლებულიყვნენ ამ რაღაც სიგიჟისგან, რაშიც არიან ჩავარდნილი და ეს ქალბატონი გაათავისუფლონ“, – განაცხადა ძიძიგურმა.
ამასთან, რატომ დაკარგა ადამიანის სიცოცხლემ ფასი „ქართული ოცნებისთვის“ და როდის შეცვალა ამ მიმართულებით მათი დამოკიდებულება, ძიძიგური ამ საკითხს „ქართული ოცნების“ „აბსოლუტურ ძალაუფლებას“ უკავშირებს.
„ქრონოლოგიურად, ს ომი რომ დაიწყო, იმის შემდეგ შეიცვალა. ფსიქოლოგიურად კი მას შემდეგ, რაც სრული ძალაუფლება, საკონსტიტუციო უმრავლესობა ჩაუვარდა ხელში ხელისუფლებას და გადაწყვიტა, რომ თვითონაა ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე მაგარი და რასაც აკეთებს, ის არის ერთადერთი ჭეშმარიტება. ძალაუფლება რყვნის, მაგრამ აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად. დღეს ა აბსოლუტური ძალაუფლების მფლობელი თავისი მმართველი პარტიით. ისინი არად დაგიდევენ, არ ფიქრობენ, რომ ვინმეს ან რამეს ანგარიში უნდა გაუწიონ საკუთარი ინტერესების გამო“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.