ზვიად ძიძიგური – სუს-მა ფაქტები უნდა დადოს, ჰაერში კიდია მითოსის ჟანრის ბრალდება, ამომრჩეველზე სამუშაოდ – რაც შეეხება “კონსერვატიულ პარტიას”, ამ არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთ

ჰაერში კიდია მითოსის ჟანრის ბრალდება – ამომრჩეველზე სამუშაოდ გაკეთებული თემაა, შეიძლება ეს იყოს „გლობალური ომის პარტიის“ არსებობის დასადასტურებლად,- ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც სუს-ის ინფორმაციას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო გადატრიალებისა და ტერორიზმის, მათ შორის ს მკვლელობის მომზადების ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს.
მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ დადონ ფაქტები, რომელიც იმას დაადასტურებს, რაზეც საუბრობენ.
„ისეთ რამეზე საუბრობს სუს-ი, რომ ფაქტები უნდა დადოს. აქ ხომ საუბარი იმაზე არაა, რომ ვიღაცას კურდღლის მოკვლა უნდა ნადირობისას. თუ გრიფით საიდუმლოა, მაშინ რაღას ლაპარაკობენ, რომ ამ საქმეს იძიებენ? თუ არ არის გრიფით საიდუმლო და საჯაროა ინფორმაცია, მაშინ ფაქტები დადონ, რა ფაქტებზეა დაყრდნობილი და მაშინ დაიჯერებს ან არ დაიჯერებს ხალხი. ამ წუთას ჰაერში კიდია მითოსის ჟანრის ბრალდება.
სუს-ი დებს ისეთ ინფორმაციას, რომელიც საზოგადოების ყურადღების ცენტრშია და არანაირ ფაქტებს არ დებს, რატომ გააკეთეს? შეიძლება უნდათ გაამყარონ თავიანთი სქემა, რომ გლობალური ომის პარტია, რომელმაც ტრამპს ესროლა, ფიცოს ესროლა და ახლა ბიძინასაც ესვრიან. ამ ყველაფერს შეიძლება პოლიტიკური ამოცანა ჰქონდეს. ხელისუფლებას მივმართავ, თუ გინდათ, რომ ხალხმა დაიჯეროს, ფაქტები დადეთ, რომელიც იმას დაადასტურებს, რასაც ლაპარაკობთ. ამომრჩეველზე სამუშაოდ გაკეთებული თემაა, შეიძლება ეს იყოს გლობალური ომის პარტიის არსებობის დასადასტურებლად, რომ ისინი ესვრიან ყველას, ვინც არ ემორჩილება. პირადად მე არანაირად არ მჯერა“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
რაც შეეხება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს, ზვიად ძიძიგურის თქმით, „კონსერვატიული პარტია“ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა თავად წინასაარჩევნო პროცესში ჩართულია.
„ჩართული ვარ პროცესებში, რომელიც მიმდინარეობს წინასაარჩევნოდ, ოღონდ ისე არა, რომ სადღაც წარმომიდგენია ჩემი თავი, რომელიმე პარტიის სიაში. ვცდილობ დავეხმარო ოპოზიციურ ფლანგს. მე მიმაჩნია, რომ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება არის ძალიან მნიშვნელოვანი წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა შეიძლება წავიდეს ძალიან ცუდი გზით, ამიტომ ვცდილობ დავეხმარო ოპოზიციურ ფლანგს, რაც შემიძლია, ჩემი გამოცდილებით, ჩემი რჩევებით.
ერთი შემიძლია ვთქვა, რომ კონკრეტულად „კონსერვატიული პარტია”, რომლის თავმჯდომარეც მე ვარ, ამ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. ჩვენ არ მივცემთ ხელისუფლებას იმის საშუალებას, რომ რაღაც რაოდენობა ხმები ავიღოთ, ბარიერგადაულახავ პარტიებს შორის ვიყოთ და შემდეგ ეს ხმები წავიდეს ხელისუფლებაში“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.