ზვიად ძიძიგური პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე – ჩვენ რომ დაგვიძახონ, მივალთ და პოზიციას დავაფიქსირებთ

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, აცხადებს, რომ დაბარების შემთხვევაში მისი პარტია პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადება და პოზიციას დააფიქსირებს.
ძიძიგური მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსებმა ყველანაირი ბერკეტი უნდა გამოიყენონ
„ადამიანები კატეგორიულები არიან საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით: „არ უნდა მივიდეთ“. ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ შოუზე, რომელსაც ხელისუფლება დგამს, პოლიტიკური ლიდერები [უნდა] მივიდნენ, ამხილონ, სერიოზული არგუმენტები მიიტანონ. საგამოძიებო სხდომებს ადამიანები უყურებენ.
ჩვენ რომ დაგვიძახონ, მივალთ და ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ. მე ვარ ასეთი პოზიციის, პარტიაში არ არის მთლად ასეთი პოზიცია. მიმაჩნია, რომ ყველა პოლიტიკური ბერკეტი, რომელიც გამოსაყენებელია, უნდა გამოიყენო თუ პოლიტიკოსი ხარ.
მინახავს ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა საბჭოთა სასამართლოში როგორ უჩიოდნენ გაზეთ „კომუნისტის“ რედაქციას იქ მოთავსებული არაობიექტური სტატიის გამო. მათ იცოდნენ, რომ იმ სასამართლოში არ გაიმარჯვებდნენ, მაგრამ ტრიბუნას იყენებდნენ, რადგან პოლიტიკოსები იყვნენ. ვფიქრობ, ვინც პოლიტიკოსია ტრიბუნების გამოყენება უნდა შეეძლოს.
ის ადამიანებიც დასაფასებელია, რომლებიც ძალიან რადიკალურად აფასებენ ამას.
ამასთან, იმასაც ვიტყვი, რომ ამ კომისიამ დიდი საშიშროების წინაშე დააყენა არაღიარების პოლიტიკა“, – განაცხადა ძიძიგურმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე – რუსეთმა იქ ცარიელი სკამი არ უნდა დატოვოს, აუცილებლად უნდა გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები იქნება

გიორგი ვაშაძე – შიგნით სერიოზული რყევები აქვთ და ამას კობახიძე ფაქტობრივად, თვითონ აღიარებს – როცა რუსული ყაიდის კანონებს იღებ, მეგობარს მტრად აცხადებ, შედეგად რას მიიღებ გარდა იმისა, რომ ცივილიზებული სამყაროსგან მოკვეთილი იქნები