ზვიად ცეცხლაძის დედა – რეჟიმს ეშინოდეს დედების

რეჟიმს ეშინოდეს დედების, – ამის შესახებ მსჯავრდებულ ზვიად ცეცხლაძის დედამ, ნარგიზ დავითაძემ განაცხადა. როგორც ის აცხადებს, მსჯავრდებულთა მშობლები გაჩერებას არ აპირებენ.
„ბრძოლა უფრო უნდა გაძლიერდეს, ძალა ერთობაშია, ჩვენ ვერ გავჩერდებით. უფრო მეტად ძლიერები იქნებიან ჩვენი შვილები და თავისთავად, დედები. რეჟიმს ეშინოდეს დედების!
ვერ გაბედეს ბოლომდე ბიჭების გაშვება, რა უნდა უთხრან საკუთარ ამომრჩეველს, 9 თვე ტყუილად მყავდა ესენი და ვერ მივუსჯითო? ეს მათი ამომრჩევლებისთვის გააკეთეს, თორემ ბავშვები გასაშვები იყვნენ”, – განაცხადა ნარგიზ დავითაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯაბა ზარქუა: შაქარზე რომ თქვა იმ ბიზნესმენმა თემქაზე უფრო იყიდება, ვაკეში ყურადღებას არ აქცევენო, ეგ სალაზღანდარაოდ კი ავიგდეთ მაგრამ სინამდვილეში სოციალური უთანასწორობის სიმპტომია

ლაშა ტუღუში „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიშის შესახებ „ქართული ოცნების“ განცხადებებზე – არასერიოზულია ის რეაქცია, რომელსაც დღეს ვისმენთ – სასაცილოა ამათი პოზიციონირება