რეჟიმის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის დედა, ნარგიზ ცეცხლაძე ოცნების პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს მოუწოდებს, რომ რეჟიმის პატიმრის დედებს შეხვდეს და გაესაუბროს.
ნარგიზ ცეცხლაძემ ეს ფორმულას ეთერში, გადაცემა კომენტარში თქვა.
“მოვუწოდებ კობახიძეს, ზვიადის ლექტორს, შეგვხვდეს დედებს და დაგველაპარაკოს. დიდი თხოვნა იქნება, თუნდაც ხვალ, თუნდაც ზეგ… თხოვნა იქნება, დედებს შეგვხვდეს და დაგველაპარაკოს, ჩვენც ავუხსნათ ჩვენი მდგომარეობა, ყველაფერს ვაჩვენებ ზვიადის პატარაობიდანვე, როგორი ბავშვი იყო, როგორი პიროვნება და რომ ზვიადი საშიში არ არის ქვეყნისთვის და ზვიადი რომ ჩვენ გამოგვადგება.
ამიტომ დიდი თხოვნა მექნება, რომ შეგვხვდეს დედებს. როგორც დედა ისე მოგმართავ, როგორც ზვიადის ლექტორს, მინდა შეგხვდეთ და გაგესაუბროთ, გავცვალოთ ინფორმაციები ერთმანეთში. ჩვენი ქვეყნის შვილები ვართ ყველა და არ გვინდა ჯიბრში ჩადგომა, შედით ჩვენს მდგომარეობაში, შეგვხვდით და გავისაუბროთ”- თქვა ნარგიზ ცეცხლაძემ.