ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ 7 პირის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება

ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ 7 პირის საქმეზე განაჩენი დღეს, 2 სექტემბერს გამოცხადდება.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზეა დანიშნული. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი სათათბიროდ 27 აგვისტოს გავიდა.
ბრალდების მხარეს გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს. პროკურატურა როგორც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულების, ასევე, მასში მონაწილეების მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება.
ადვოკატები კი მიიჩნევენ, რომ დაკავებულების ბრალეულობის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის და მოსამართლე გამამტყუნებელ განაჩენს ვერ დააყენეს.
ცნობისთვის, ვასილ კაძელაშვილს, ვეფხია კასრაძეს და ზვიად ცეცხლაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას და ხელმძღვანელობას გულისხმობს. ეს ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 -წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ხოლო ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს და გიორგი გორგაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. ეს ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 -წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: რაო? პირადად ბიძინა ივანიშვილს და “ოცენებას” ჰააგაში გასამართლებით ემუქრებით? მეტის ღირსი ვართ, რომ 2012წელს უკანალში შერჭობილი თავები ამოგაყოფინეთ!!! ასე იცის ზედმეტმა დემოკრატიამ!!!

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?