ზვიად შალამბერიძე – წარმატების საწინდარი ერთიანობაშია

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის დელეგატი ზვიად შალამბერიძე, თერჯოლის მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.
დელეგატმა შეხვედრაზე ისაუბრა განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე. 2024 წლის ს მნიშვნელობასა და იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც მათი გუნდი დგას.
„თერჯოლის მოსახლეობასთან შეხვედრისას, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე იმან, თუ რამდენად სწორად აქვთ გააზრებული უმნიშვნელოვანესი პრინციპი – წარმატების საწინდარი ერთიანობაშია. ასევე, მათ კარგად ესმით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობა. მოქალაქეების შემართება და პოზიტიური განწყობა დამატებით მოტივაციას მაძლევს, რისთვისაც მინდა თითოეულ მათგანს გულწრფელი მადლობა გადავუხადო. ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, გავხდე მათი ხმა პარლამენტში, რასაც თავდადებით მივუდგები, რომ მათი მოლოდინები გავამართლო,“- განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ღამბაშიძე: მგონი პირველად მისი არსებობის მანძილზე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ წინა მთავრობამ ქვეყნისთვის რაღაც კარგი გააკეთა, რაც თავდაყირა აყენებს ცენტრალურ ნარატივს, რომ წინა მთავრობამ ქვეყნისთვის მხოლოდ ცუდი გააკეთა

„წინააღმდეგობის პლატფორმა“ – ირაკლი კობახიძის ღია წერილი კიდევ ერთხელ ამხელს სიმართლეს: რეჟიმი, რომელიც უპირისპირდება სტრატეგიულ პარტნიორს – აშშ-ს, უპირისპირდება ქართველი ხალხის არჩევანს, თავისუფლებას, დასავლურ კურსსა და დემოკრატიას

პროკურორი – მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა 18 წლის ბიჭმა გავლისას უბრალოდ მხარი გაარტყა, ბრალდებულმა ის “რატის ბარის” უკანა სივრცეში ერთ-ერთ ოთახში შეიყვანა, დანით სხეულზე დაზიანებები მიაყენა, დაჭრილი მიატოვა და სუფრასთან დაბრუნდა