ზვიად შალამბერიძე – რეგიონული პროდუქციის ბრენდინგი იმერეთისთვის საინტერესო გამოწვევა იქნება

ქუთაისში, ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის – „რეგიონული ბრენდირების გაფართოება რაჭასა და გურიაში“ დასკვნითი კონფერენცია გაიმართა.
ინფორმაციას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საერთაშორისო პროექტის ფარგლებში, რეგიონული პროდუქციის ბრენდინგსა და ამ მიმართულებით განხორციელებულ სამუშაოებზე იმსჯელეს.
საერთაშორისო პროექტის შედეგების, რეკომენდაციებისა და ზოგადად რეგიონული ბრენდების ასოციაციების საუკეთესო მართვის წარმატებული ისტორიების შესახებ ინფორმაცია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ, ს, ჩეხეთის, პოლონეთის ელჩებმა საქართველოში, ასევე კახეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთისა და გურიის გუბერნატორებმა მოისმინეს.
„პროექტის მიმდინარეობისას რეგიონული ბრენდებისთვის ნათლად გამოიკვეთა იმერეთის რეგიონის მნიშვნელოვანი როლი მათი ბიზნესის შექმნის, გასაღების ბაზრისა და პარტნიორული კავშირების სახით.
რეგიონული ბრენდირება სამ ძირითად პრინციპს ემყარება: პროდუქტს/მომსახურებას უნდა ჰქონდეს მკაფიო ეკონომიკური კავშირი რეგიონთან – ავთენტური, ტრადიციული, ადგილობრივი ნედლეულით და/ან ხელით დამზადებული და სხვ.;
ეკომეგობრული – წარმოების და/ან მომსახურების მიწოდების პროცესი არ უნდა ახდენდეს მავნე გავლენას გარემოზე, უნდა იყოს ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ეკოლოგიურად სუფთა, უნდა იცავდეს ქვეყანაში დადგენილ სტანდარტებს; (მაგ. HACCP);
სოციალური – ბრენდები ცხადად აჩვენებენ ადგილობრივი ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის სარგებელს, ხელს უწყობენ მომხმარებლებს გააცნობიერონ ამ მემკვიდრეობის მნიშვნელობა;
კონფერენციის დასრულების შემდეგ, გაიმართა იმერეთის, ასევე კახეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთისა და გურიის ბრენდირებული პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა.
გამოფენის სტუმრებს ადგილზე დახვდათ ხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა, უძველესი ტრადიციებით დამზადებული პროდუქტები, ასევე თითოეული რეგიონისთვის დამახასიათებელი ყოფისა და ფოლკლორის ნიმუშები,“ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.