ზვიად ქორიძე: ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაა, რომ მზია ამაღლობელის სატუსაღოში ყოფნას მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს

ს გადაწყვეტილებაა, რომ მზია ამაღლობელის სატუსაღოში ყოფნას მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს” – ამის შესახებ განცხადება “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” რეგიონული ოფისების ხელმძღვანელმა, ზვიად ქორიძემ გააკეთა.

მისივე შეფასებით, გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დირექტორის პატიმრობაში დატოვება არის იმის დასტური, რომ “ქართულ ოცნებას” კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების დაშინება სურს.

“ივანიშვილი ჟურნალისტებს ეუბნება, რომ ასე გაგისწორდებით ყველას” – აღნიშნავს ზვიად ქორიძე, რომელიც ფიქრობს, რომ საზოგადოება რეპრესიულ მანქანას წნეხით უნდა დაუპირისპირდეს.

ჩვენ დავინახეთ, რომ ჟურნალისტები ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლები იყვნენ. მაკა, გურამი, გიორგი, ყველას შეეხო რეპრესიული მანქანის ხელი. ამ შემთხვევაში, მზია ამაღლობელი არის განზოგადებული განაცხადი ხელისუფლების, როგორ და რა მეთოდით უნდა დაუპირისპირდეს ის მედიას. მედიას, როგორც თავისუფალ სიტყვას, ბიზნეს, თავისუფალ აზროვნებას და მოქალაქეების პარტნიორს. ამ ქმედებით უნდა, გააჩინოს შიში.

როდესაც პროკურორი სასამართლო სხდომაზე მოსამართლეს ეუბნება, რომ მზია ამაღლობელი წინასწარი პატიმრობიდან არ უნდა გაათავისუფლოთ, რადგან მის ყოფნას საპყრობილეში მსუსხავი ეფექტი უნდა ჰქონდეს, ყველა ერთმანეთს ვუყურებდით. მსუსხავი ეფექტი რომ უნდა ჰქონდეს მზია ამაღლობელის სატუსაღოში ყოფნას, ეს ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაა. ის ჟურნალისტებს ეუბნება, რომ ასე გაგისწორდებით ყველას”. – განაცხადა ზვიად ქორიძემ.