ზვიად რატიანი სისხლის სამართლის წესითაა დაკავებული – შსს პოეტს პოლიციელზე თავდასხმას ედავება.
გეკა გელაძის უწყების განმარტებით, რატიანი სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის საფუძველზეა დაკავებული, რაც მათ შორის პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ამ მუხლის პირველი ნაწილი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რატიანი 23 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს დააკავეს.
