ზვიად რატიანის დაკავების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ ქართველი მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები

პოეტ ზვიად რატიანის სისხლის სამართლის წესით დაკავების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ ქართველი მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები და ლიტერატურის სფეროში დასაქმებული ადამიანები. ერთობლივ განცხადებას უერთდებიან: „პენ საქართველო“ და „საქართველოს წიგნის ასოციაციაც“.
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული პოეტის მხარდამჭერ განცხადებაში საუბარია თვეების წინ ზვიად რატიანზე ძალადობის გამოუძიებელ საქმეებზე:
„ზვიად რატიანის ქმედების მიზანი არ ყოფილა პოლიციელისთვის ზიანის მიყენება და ეს კარგად ჩანს ვიდეოშიც. პოლიციელი არ დაშავებულა, თავად ზვიად რატიანი კი 2017 წლიდან დღემდე არაერთხელ იყო პოლიციელების მხრიდან ჯგუფური ძალადობის მსხვერპლი“.
განცხადებაზე ხელმომწერები მართლმსაჯულების ორგანოებს მოუწოდებენ, იხელმძღვანელონ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვისა და ჰუმანიზმის სტანდარტებით, იმოქმედონ კეთილგონიერების, პროპორციულობის პრინციპით:
„ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით ზვიად რატიანის მიმართ გამოყენებულ ყველა ღონისძიებას, ბოლომდე დავიცავთ მის უფლებებს ჩვენ ხელთ არსებული მშვიდობიანი და კანონიერი საშუალებებით, უზრუნველვყოფთ საქმის მიმართ საერთაშორისო ყურადღების მობილიზებასა და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ჩართულობას“.
ზვიად რატიანი თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 23 ივნისს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. წაყენებული ბრალით მას ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. მას 25 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლო სხდომის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ხელისუფლების მიმართ ლოიალურმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, სადაც ზვიად რატიანსა და პოლიციელს შორის დაპირისპირებაა ასახული.
ამ მომენტისთვის [26 ივნისის, 20:40 საათი] განცხადებას ხელს აწერენ:
· გვანცა ჯობავა, მთარგმნელი, გამომცემელი
· რატი ამაღლობელი, პოეტი
· პაატა შამუგია, პოეტი
· ზაზა ბურჭულაძე, მწერალი
· ზვიად კვარაცხელია, მწერალი, გამომცემელი
· მაია კუდავა, გამომცემელი
· , მწერალი
· ლელა სამნიაშვილი, პოეტი, მთარგმნელი
· რეზო გეთიაშვილი, პოეტი
· ნათია გიორგაძე, პოეტი
· ანა კოპალიანი, მთარგმნელი
· ლელა ცუცქირიძე, პოეტი, მწერალი
· მაკო ჯანჯიბუხაშვილი, ლიტერატორი
· რუსუდან რუხაძე, მწერალი
· დათა ხარაიშვილი, მთარგმნელი
· ქეთი ქანთარია, მთარგმნელი
· ნუკა ღამბაშიძე, გამომცემელი
· მანანა მათიაშვილი, მთარგმნელი
· ვასილ გულეური, პოეტი, მთარგმნელი
· ზურა პაპუაშვილი, პოეტი
· მედეა იმერლიშვილი, ლიტერატორი, მთარგმნელი
· თეონა ბექიშვილი, რედაქტორი
· ნინო გოგალაძე, რედაქტორი
· ბექა ადამაშვილი, მწერალი
· ეკატერინე ტოგონიძე, მწერალი
· მიხეილ ციხელაშვილი, მწერალი
· თეონა დოლენჯაშვილი, მწერალი
· თინა მამულაშვილი, გამომცემელი
· ნატო ალხაზიშვილი, გამომცემელი
· ანა ჭაბაშვილი, რედაქტორი
· ნინო კიკნაძე, კულტურის მენეჯერი
· კატო ჯავახიშვილი, პოეტი
· გაგა ნახუცრიშვილი, პოეტი
· ნინა სურამელაშვილი, მწერალი
· ელენე ჯაფარიძე, მწერალი
· თამარ ჟღენტი, პოეტი, მთარგმნელი
· მაია დანელია, კულტურის მენეჯერი
· თამარ გავაშელიშვილი, რედაქტორი
· ია ჭინჭარაძე, პოეტი
· ნინო ბექიშვილი, რედაქტორი
· თაკო ფოლადაშვილი, მწერალი
· ხათუნა ცხადაძე, პენცენტრის პრეზიდენტი, მთარგმნელი
· ნატა ლომოური, პენცენტრის აღმ. დირექტორი, კულტურის მენეჯერი
· მარიამ ჯანელიძე, ლიტერატურათმცოდნე
· თამთა მელაშვილი, მწერალი
· დალილა გოგია, მთარგმნელი
· , პოეტი
· ანა ჯავახიშვილი, პოეტი
· ხვიჩა ყალაბეგაშვილი, გამომცემელი
· ნატო ინგოროყვა, პოეტი
· ლანა კალანდია, მთარგმნელი
· ზაზა კოშკაძე, მწერალი
· ეკა ქევანიშვილი, მწერალი, პოეტი
· ანინა გოგოხია, მთარგმნელი
· ინა კულიშოვა, მთარგმნელი
· დავით გაბუნია, მწერალი
· მაკა კასრაძე, გამომცემელი
· ინა არჩუაშვილი, მწერალი
· ბელა წიფურია, ლიტერატორი
· მაია თარგმანაძე-ფიულე, მთარგმნელი
· თამრი ფხაკაძე, მწერალი
· ია კოროშინაძე, მთარგმნელი
· ერეკლე დეისაძე, პოეტი, მწერალი
· ელისო ფანცხავა, მთარგმნელი
ფორუმი