ზვიად კორძაძე: ეს მომენტი გაუშვეს ჩვენმა წინაპრებმა 18-21 წლებში

“არის მომენტი, როცა პატრიოტიზმი, ქვეყნის სიყვარული, როგორც გრძნობა, განცდა, შენგან მეტს მოითხოვს ვიდრე ფილმ ,,ფესვების” მატარებლის სცენის დროს ცრემლი, ნაკრების თამაშზე სტადიონზე საქართველოს დროშიანი მაისურით წასვლა, 26 მაისს ფეისბუკ გვერდზე პროფილის სურათზე ჩარჩოს შეცვლა და სუფრაზე მე-10 სადღეგრძელოდ საქართველოს ქება-დიდებაა.
ეს მომენტი გაუშვეს ჩვენმა წინაპრებმა 18-21 წლებში. შედეგად 70 წლიანი სიბნელე, ერის ინტელეტუალური ნაწილის და გენოფონდის ფიზიკური განადგურება მივიღეთ.
დღეს, აი ამ წუთს, ამ წამს დგას ეს მომენტი.
პატრიოტიზმი სამკაული და სადღეგრძელოს ინსპირაცია არა, ის პირველ რიგში ვალდებულებაა საკუთარი სამშობლოს წინაშე, რომელი ვალდებულების გამოც ჩვენი წინაპრები სიცოცხლეს სწირავდნენ,” – წერს იურიდიული ფირმა „კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ მმართველის პარტნიორი ზვიად კორძაძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…