მწერალი ზვიად კვარაცხელია:
მარო მაყაშვილის გმირობა კარგად გააზრებული, გაცნობიერებული ქმედებაა, მისი მრწამსის და სამოქალაქო არჩევანის შედეგი. მაშინაც და დღესაც გამარუსებელი რეჟიმის ჩინოვნიკები ამტკიცებენ, რომ ახალგაზრდები შეაცდინეს, ძალით შეითრიეს ომში, თორემ რა უჭირდა თუნდაც გაბაშვილ-მაყაშვილების შთამომავალს, იცხოვრებდა პრივილეგირებულად. სწორედ 19 წლის მარო მაყაშვილის შეგნებული სიცოცხლე განსაზღვრავს დამოუკიდებელი საქართველოს უკვდავების იდეას, ისევე როგორც 28 წლის ნიკოლოზ ბარათაშვილის, 41 წლის ქაქუცა ჩოლოყაშვილის, 50 წლის მერაბ კოსტავას, 54 წლის ზვიად გამსახურდიას, 55 წლის კოტე აფხაზის, 23 წლის გიორგი ანწუხელიძის მსხვერპლისუნარიანი სიცოცხლეები.
დიდება თავისუფალ და მებრძოლ საქართველოს!




