„ინტელექტის“ მთავარი რედაქტორი ზვიად კვარაცხელია:
რუსეთუმე ქართველი პროპაგანდისტები ახლა ისევ ააქტიურებენ ძველ თემას – უკრაინა „ნატოზე“ რომ არ გაქაჩულიყო, ამდენ მსხვერპლს გადარჩებოდაო. თუ ასეა, ჩვენ რატომ ვერ გადავრჩით აფხაზეთის ომს და მსხვერპლს, მაშინ ხომ ჯერ „ნატოზე“ საუბარიც არ იყო დაწყებული?
რუსეთს არ სჭირდება მიზეზი. მას უნდა იმპერიის დაბრუნება და მუდმივი ომი ამისთვის.
და კიდევ – თავის დროზე აფხაზეთის ომს ვერ დავარქვით „რუსეთ-საქართველოს ომი“, ისევე როგორც ახლა გვიჭირს სიცრუისა და დეზინფორმაციის მწარმოებელი „იმედის“, „რუსთავი 2“-ის, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ და „პოს ტივის“ პროპაგანდისტებისთვის მოღალატეების დარქმევა. არადა, დროა. დიდი ხანია ეს უნდა მომხდარიყო.




