„მე ნამდვილად, ვიყავი მათ შორის ვინც რუსთაველზე იყო. ესაა ჩემი კონტიტუციური უფლება. ჩვენ ვიყავით ძალიან ბევრი. პროპაგანდისტულ არხებს უნდა წარმოადგინონ, რომ უკმაყოფილო ხალხი ცოტაა… 330 დღეზე მეტია რაც იკრიბება ხალხი, ყოველ დღე იკეტება რუსთაველი, ყოველ დღე ამდენი ხალხი გამოდის და აფიქსირებს საქართველოს ევროპული კურსიდან გადახვევის და ჭაობში ჩატვების წინააღმდეგ პროტესტს….
რაც შეეხება გზის გადაკეტვას, გზა გადაკეტა ოლიგარქიულმა რეჟიმმა საქართველოსთვის. აი ამისთვის გამოვდივარ მე ყოველდღიურად რუსთაველზე.
შეიძლება კადრების ნახვაც რომ მთელი პარლამენტის წინ და მიმდებარე ტერიტორია ტროტუარზე იყო ძალიან ბევრი ადამიანი და ეს იძლეოდა იმის საშუალებას რომ რუსთაველი გადაკეტილიყო. რუსთაველი მგონია ყოველდღე უნდა გადაიკეტოს… მე რუსთაველის გამზირზე ვიყავი ,მაგრამ არ მიმაჩნია რომ ეს არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ეს ჩემი კონსტიტუციური უფლებაა…
მე ასეთ დროს, როცა პროტესტში ვმონაწილეობ
ჩემი ინდივიდუალური პოზიციიდან გამომდინარე,
ამასთანერთად ვითვალისწინებ მომავალი თაობის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას. მე ჩემი შვილებისთვისაც ვიბრძვი,
განსაკუთრებით ჩემი უფროსი შვილისთვის რომელსაც განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდება…“,- უთხრა მოსამართლეს მწერალმა და გამომცემელმა, „ინტელექტის“ მთავარმა რედაქტორმა ზვიად კვარაცხელიამ.




