“ზვიადი გვპირდებოდა ბენზინის წილიდან ნაცების აღებულ თითო ლარის დაბრუნებას, მის სახელს უკავშირდება რუსთავი-მარნეულის გზის 4-ჯერ გახსნა, რომელიც ამ დროისთვისაც არ არსებობს…” – გიორგი ჩომახაშვილი

“ზვიადი გვპირდებოდა ბენზინის წილიდან ნაცების აღებულ თითო ლარის დაბრუნებას, მის სახელს უკავშირდება რუსთავი-მარნეულის გზის 4-ჯერ გახსნა, რომელიც ამ დროისთვისაც არ არსებობს…” – გიორგი ჩომახაშვილი
“გახარიას” სიაში 2 რუსთაველი მოხვდა. ერთი ვიკა ფილფანია, რომელიც აქტივისტია, სამოქალაქო აზროვნება აქვს და პირადად ვიცნობ. სამწუხაროდ ბოლო პერიოდში რუსთავში არ არის ხშირად და ძირითადად სვანეთის პრობლემებით არის დაინტერესებული, თუმცა პარლამენტში მისი დანახვა მართლა კარგი იქნება …. რაც შეეხება მეორე “რუსთაველს”, აი ეს კაცი მერამდენედ დაბრუნდა არ ვიცი. თან მეხუთეა სიაში, “ჩვენი” , რუსთეველს იმიტომ ვამბობ რომ თუ გახსოვთ ქოცები რომ მოვიდნენ 2012 წელს რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად ძიძიგური იყო (გაგახსენებთ რომ ზვიადი გვპირდებოდა ბენზინის წილიდან ნაცების აღებულ თითო ლარის დაბრუნებას, ელექტრო ენერგიაზე და გაზზე დაბალ გადასახადს, ამბობდა რომ ნამდვილად რუსთაველია, რუსთავში ცხოვრობდა და არჩევის შემდეგ ქალაქში მგონი სულ 5-ჯერ იყო ჩამოსული (შეიძლება ოდნავ მეტიც იყოს, ძირითადად რუსთავქალაქობაზე და გასართობ ღონისძიებებზე გვსტუმრობდა). მის სახელს უკავშირდება რუსთავი-მარნეულის გზის 4-ჯერ გახსნა, რომელიც ამ დროისთვისაც არ არსებობს ….. ვახ! განა რა, მაგრამ …..

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი გიგიაძე – წარმოუდგენელ მდგომარეობაში ვართ, როდესაც აღარავის უნდა საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელთან შეხვედრა, უუქმებენ ვახშამზე მოსაწვევს ამერიკის პრეზიდენტთან – ეს ნიშნავს იმას, რომ აშშ ამ ხელისუფლებასთან წყვეტს ურთიერთობებს