ზვავსაშიშროების საფრთხის გამო, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, – ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი გარემოს ეროვნულ სააგენტოზე დაყრნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ასევე დაგაინტერესებთ