საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს ინფორმაციას, რომ მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
გზების დეპარტამენტის ცნობით, გზების დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოსატრანსპორტო გადაადგილება დაშვებულია.