ზესტაფონში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
“ინფო იმერეთის“ ინფორმაციით, თვრინი-ალავერდის პერიმეტრზე ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთ მსუბუქ ავტომობილში მყოფი მამა-შვილი დაიღუპა, ქალი კი კლინიკაში გადაიყვანეს.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მეორე ავტომობილის მძღოლი მსუბუქად დაშავდა.
მომხდართან დაკავშირებით -მ გამოძიება დაიწყო.