ზეპროფესიულ დონეზე ახსნა ევროკავშირის ელჩმა პლურალიზმსა და სტაბილურობას შორის ბალანსის საჭიროება ყველა ქვეყანაში – მდინარაძე

მე გავეცანი როგორც ბატონი ჰერჩინსკის, ასევე ჩვენი ოპონენტების და ზოგიერთი ტელეკომპანიის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რაც ბატონმა ჰერჩინსკიმ ბრძანა. ზეპროფესიულ დონეზე ახსნა ევროკავშირის ელჩმა პლურალიზმსა და სტაბილურობას შორის ბალანსი და ამ ბალანსის საჭიროება ყველა ქვეყანაში. ისიც თქვა, რომ ეს არის საქართველოს გადასაწყვეტი და გამოთქვა იმედი, რომ გონივრულ შედეგამდე მივა ეს ყველაფერი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ზოგიერთი ტელევიზია აცხადებს და აჰყვა ამას ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი რადიკალური ოპოზიციიდან, რომ მან მოითხოვა ბარიერის დაწევა. როდესაც ბატონმა ჰერჩინსკიმ თქვა, რომ ზედმეტი მრავალფეროვნება, გარკვეულ შემთხვევებში არის ცუდი ამ ბალანსში, მათ გაიგეს რომ მოითხოვა ზედმეტი მრავალფეროვნება. არ უნდა მოვატყუოთ ასე საზოგადოება. ერთს ამბობს ადამიანი და მეორეს პირდაპირ იტყუებიან. ინტერპრეტირებასაც არ უკეთებენ, უბრალოდ იტყუებიან, რომ თქვა ის, რაც არ უთქვამს. ევროკავშირის უმეტესმა ქვეყანამ გადაწყვიტა 5%-იანი ბარიერი. 3 და უფრო დაბალპროცენტიანი ბარიერი აქვს მხოლოდ 4 ქვეყანას. ჩვენ მივდივართ ევროპისკენ, ევროკავშირისკენ, ვაღიარებთ უმეტესწილად პრინციპებს. ამ შემთხვევაში, კონსტიტუციური პრინციპი, როგორც გადაწყვიტეს ევროპის ქვეყნებმა, არის სწორი“, – განმარტა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, მ ჟურნალისტებთან დღეს განაცხადა, რომ როდესაც პარლამენტში ბევრი პარტიაა წარმოდგენილი და მრავალფეროვნების გამო წინსვლა რთულია, ეს არ არის სათანადო მდგომარეობა.