ზენონ იარაჯული: ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, მთელი სამყაროც რომ იყოს თქვენი ხელისუფლების წინაშე დამნაშავე, დან დევნილი, ამ უსახსრო და უსახლკარო ხანდაზმული ქალბატონის წინაშე იქნება დამნაშავე თქვენი ხელისუფლება

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი:
ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ,
მთელი სამყაროც რომ იყოს თქვენი ხელისუფლების წინაშე დამნაშავე, დან დევნილი, ამ უსახსრო და უსახლკარო ხანდაზმული ქალბატონის წინაშე იქნება დამნაშავე თქვენი ხელისუფლება. წლების მანძილზე სახელისუფლო მმართველობაში ხართ და სხვა რომ არაფერი აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან ს პოლიტიკური ხელისუფლებისგან დევნილ თანამემამულეებს თავიანთ სახლ- კარში დაბრუნების არათუ იმედიც არ გაუჩინეთ, ხალხის სოციალურ ყოფას დამატებით დრამატიზმი შემატეთ. სოციალურ უთანასწორობას ადრე თუ გვიან უწევს თავისი საფასურის გადახდა. გარდა ამისა, ხალხია სახელმწიფო და თუ ხალხი უთანასწორობას შეეწირება იმ სახელმწიფოსგან რა დარჩება.
რამდენი ოჯახი გაუბედურდა და რამდენი ადამიანი იქნა სასიკვდილოდ გამეტებული ბოლო წლების მანძილზე. გიფიქრიათ, რომ თქვენი სახელისუფლო მმართველობის თანმხლებმა სისტემურმა დანაშაულებმა მრავალი ჩვენგანი ჩააგდო სამკვდრო- სასიცოცხლო მდგომარეობაში. არავინ უწყის როდის მოგვაკითხავს უსამართლობისა და უკანონო ქმედებების შედეგი როგორც ადამიანისთვის სასიკვდილო ცელი. დაასრულეთ ადამიანთა ცელით მოცელვის მსგავი სანახაობა. რაღა დარჩება ადამიანისგან თუ მას ცხოვრებისა და სიცოცხლის აზრის დაკარგვამდე მიიყვან. და განა ამ დღემდე ბევრი დარჩა?!
დაუბრუნეთ ხალხს სიხარული და თავისი წილი ცხოვრება. ნუ მოკლავთ იმედს, იმედი აცხოვრეთ, იმედი აცოცხლეთ. დაუბრუნდით ხალხს.