ზემო ფონიჭალის დასახლებაში, კაკაბაძეების ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების სისტემა განახლდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინფორმაციით, ზემო ს დასახლებაში, კაკაბაძეების ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, რეაბილიტაციის ფარგლებში აღნიშნულ ქუჩაზე სრულად განახლდება 1 კილომეტრამდე სიგრძის მოძველებული წყალსადენის მაგისტრალური ქსელი განშტოებებით.
ამასთან, ინფორმაციის თანახმად, მოეწყობა ახალი საკვანძო ჭები, სახანძრო ჰიდრანტები და დამონტაჟდება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები.
„სარეაბილიტაციო პროექტი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” 2025 წლის აპრილში დაიწყო და მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს დაასრულებს, პროექტის ჯამური ინვესტიცია 600 000 ლარამდეა.
რეაბილიტაციის შედეგად, ზემო ს დასახლებაში, კაკაბაძეების ქუჩისა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.
წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განახლება და განვითარება „ჯივიპის” ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია ყოველწლიურად, გეგმის მიხედვით, აქტიურ რეჟიმში განახორციელებს”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.