ზემო ლარსზე 2500-ზე მეტი სატვირთო ავტომობილი რუსეთის მხრიდან საქართველოში შესვლას ელოდება

ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ჩრდილოეთ ოსეთის მხრიდან რიგში, დაახლოებით, 2500 სატვირთო ავტომობილი რიგში დგას. აქედან ელექტრონულ რიგში 2200 ავტომობილი არის დარეგისტრირებული.
ინფორმაციას რუსული “კომერსანტი” ჩრდილოეთ ოსეთის მთავრობის პრესსამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ბოლო კვირის განმავლობაში ორივე მიმართულებით საზღვარი 17000-მა ავტომობილმა და 35000-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მაღალი ტრაფიკის გამო ზემო ლარსზე რიგები რეგულარულად ჩნდება. ყოველდღიურად ჩრდილოეთ ოსეთში 500-600, საქართველოში კი 300-350 სატვირთო ავტომობილი შედის.