ზელინსკის ქმედებამ თანაგუნდელები აღაფრთოვანა – La Gazzetta dello Sport-ი დეტალებზე წერს

გადაწყვეტილი ამბავია, რომ სეზონის დასრულების შემდეგ “ნაპოლის” ნახევარმცველი პიოტრ ზელინსკი “პარტენოპეის” დატოვებს და კარიერას “ინტერში” გააგრძელებს.
იმის გამო, რომ პოლონელმა “ნერაძურიში” სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მისი დასჯა გადაწყვიტა და ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის განაცხადიდან მოკვეთა.
მიუხედავად ამისა, გასულ კვირას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში, “ნაპოლისა” და “ბარსელონას” შეხვედრისას (1:1), ზელინსკი საკუთარ გუნდს გულმხურვალედ გულშემატკივრობდა და სათადარიგოთა სკამის ფეხბურთელებთან ერთად “პარტენოპეის” ამხნევებდა.
აღნიშნულმა ქმედებამ “ნაპოლის” ფეხბურთელების აღფრთოვანება გამოიწვია”, – წერს La Gazzetta dello Sport-ი.
შეგახსენებთ, ზელინსკი “პარტენოპეის” 2016 წელს, “უდინეზედან” შეუერთდა.