ზელენსკი: UAE-სთან უსაფრთხოებასა და თავდაცვის სფეროებში თანამშრომლობაზე შევთანხმდით

უკრაინის პრეზიდენტი, და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი, მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანიუკრაინის პრეზიდენტი,  არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ქვეყნის პრეზიდენტს, მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს შეხვდა.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ზელენსკიმ დაწერა, რომ შეხვედრაზე ქვეყნების ლიდერები უსაფრთხოებასა და თავდაცვის სფეროებში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. “დეტალებს ჩვენი გუნდები დაამუშავებენ” – დაამატა მან.
“უკრაინელებმა შეიმუშავეს შესაბამისი დაცვის სისტემა, რომელიც მტრის დრონებისა და რაკეტების წინააღმდეგ მნიშვნელოვან უვნებელყოფის მაჩვენებელს უზრუნველყოფს. ეს სისტემური მიდგომა და დაგროვილი გამოცდილების ინტეგრაცია სწორედ ის არის, რასაც ჩვენ ჩვენს პარტნიორებს ვთავაზობთ” – დაწერა ზელენსკიმ.
ემირატებში ზელენსკი ასევე უკრაინელ სამხედრო ექსპერტებს შეხვდა, რომლებიც უკრაინამ რეგიონში ირანული დრონების წინააღმდეგ საბრძოლველად პარტნიორების დასახმარებლად გაგზავნა.
ახლო აღმოსავლეთში 200-ზე მეტი სამხედრო დრონების ექსპერტი გავგზავნეთ – ზელენსკი