ზელენსკი: 67 უკრაინელი მღვდელი მოკლეს ან აწამეს რუსმა ოკუპანტებმა და 640 რელიგიური ნაგებობა გაანადგურეს

19 აპრილს, წინასააღდგომოდ, უკრაინის პრეზიდენტმა მ განაცხადა, რომ ში ს სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ 600-ზე მეტი რელიგიური ნაგებობა განადგურდა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
“მილიონობით უკრაინელისთვის აღდგომა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია. მილიონობით ადამიანი წავა ეკლესიებში. სამწუხაროდ, ბევრი მათგანი დღეს დაზიანებულია,” – თქვა ზელენსკიმ.
როგორც მან დასძინა დასძინა, რუსი სამხედროები ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხეს სწორედ ქრისტიანულ ეკლესიებსა და მორწმუნეებს უქმნიან. ომის დროინდელ მონაცემებზე დაყრდნობით, ზელენსკიმ განაცხადა, რომ სულ მცირე 67 უკრაინელი მღვდელი, პასტორი და ბერი “მოკლეს ან აწამეს რუსმა ოკუპანტებმა” და 640 რელიგიური ნაგებობა გაანადგურეს.
ზელენსკის თქმით, უკრაინა ყველა ამ ნაგებობას აღადგენს.
„ჩვენ ვათავისუფლებთ მღვდლებსა და პასტორებს რუსული ტყვეობისაგან, ისევე როგორც ყველაფერს ვაკეთებთ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების და მათში მცხოვრები ადამიანების სიცოცხლის დასაცავად. ჩვენ აღვადგენთ რწმენის უნარს – უნდა გვჯეროდეს, რომ ბოროტება და განადგურება არ გაიმარჯვებს”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მანამდე, 19 აპრილს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სააღდგომოდ დროებითი ცეცხლის შეწყვეტა დააანონსა და თქვა, რომ 19 აპრილის 18:00 საათიდან 21 აპრილის 00:00 საათამდე სამხედრო მოქმედებები შეჩერდებოდა.
მოგვიანებით ზელენსკიმ თქვა, რომ მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის ინფორმაციით, რუსული საარტილერიო თავდასხმა ფრონტის ხაზის ნაწილებზე მაინც გრძელდებოდა. ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა ასევე განაცხადეს 19 აპრილის საღამოს დაბომბვისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის შესახებ.
“სააღდგომო ზავი” მოჰყვა რუსეთის წინა თავდასხმებს უკრაინაზე, დიდ მართლმადიდებლურ დღესასწაულებზე.

ასევე დაგაინტერესებთ