ზელენსკი: 200-ზე მეტი ჩვენი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაბრუნდა ტყვეობიდან

უკრაინაში ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი 200-ზე მეტი სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე დაბრუნდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ავრცელებს.
“ჩვენი ხალხი სახლშია. 200-ზე მეტი ჩვენი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაბრუნდა რუსული ტყვეობიდან. ჯარისკაცები, ოფიცრები, შეიარაღებული ძალები, ეროვნული გვარდია, საზღვაო ძალები, მესაზღვრეები.ზოგიერთი დამცველი მარიუპოლში და აზოვსტალში იბრძოდა. მადლობა ყველას, ვისაც, მიუხედავად ყველა სირთულისა, ჩვენი ხალხი სახლში მოჰყავს! მადლობა ჩვენს დამცველებს! ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავიბრუნოთ ჩვენი ხალხი, რომელიც ახლა ს ტყვეობაში იმყოფება” – წერს ზელენსკი.