ზელენსკი ხუთშაბათის შეხვედრაზე: იმედი მაქვს, რუსები არ აარიდებენ თავს შეხვედრას

“ახლახან მოვისმინე პრეზიდენტ ტრამპის განცხადება. ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვებია.
მე მხარი დავუჭირე -ის პრეზიდენტის იდეას ცეცხლის სრულ და უპირობო შეწყვეტაზე – საკმარისად ხანგრძლივად [შეწყვეტაზე], რომ ამან შექმნას საფუძველი დიპლომატიისთვის.
და ჩვენ ეს გვსურს, მზად ვართ ჩვენი მხრივ დავიცვათ სიჩუმე.
მე მხარი დავუჭირე პრეზიდენტ ტრამპის იდეას პუტინთან პირდაპირ დიალოგზე. ღიად გამოვხატე შეხვედრისთვის მზადყოფნა. მე ვიქნები თურქეთში. იმედი მაქვს, რუსები არ აარიდებენ თავს შეხვედრას”, – წერს X-ზე.
უკრაინის პრეზიდენტი აგრეთვე აღნიშნავს, რომ ში ყველა დააფასებს, თუკი პრეზიდენტი ტრამპი შეძლებს თურქეთში ხუთშაბათისთვის დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას:
“რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი უკრაინაში დავაფასებთ, თუკი პრეზიდენტი ტრამპი შეძლებს იყოს იქ, ჩვენთან ერთად შეხვედრაზე თურქეთში. ეს სწორი იდეაა. ჩვენ ბევრი რამის შეცვლა შეგვიძლია. თურქეთის პრეზიდენტ ერდოანს ნამდვილად შეუძლია უმაღლესი დონის შეხვედრის მასპინძლობა. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება”.
12 მაისს თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე დონალდ ტრამპმა შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა:
“ნუ დააკნინებთ ამ ხუთშაბათს თურქეთში – პრეზიდენტი ერდოანი იქნება შესანიშნავი მასპინძელი”, რის შემდეგ მოკლედ ილაპარაკა სირიისთვის სანქციების მოხსნის განზრახვაზე და ისევ უკრაინა-ს შეხვედრას დაუბრუნდა:
“პოტენციურად შეიძლება კარგი შეხვედრა იყოს. ჩემი დაჟინებული მოთხოვნა იყო, ეს შეხვედრა ჩატარებულიყო და ის ტარდება. ვფიქრობ, შესაძლოა, კარგი შედეგი ჰქონდეს თურქეთში ხუთშაბათის შეხვედრას რუსეთსა და უკრაინას შორის. მჯერა, ორი ლიდერი იქნება იქ. ვფიქრობდი იქ გამგზავრებას. არის ამის შესაძლებლობა, მგონი, თუ ვიფიქრებ, რომ რაღაცები შეიძლება მოხდეს, მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ, უნდა გადავარჩინოთ 5 ათასი სიცოცხლე კვირაში”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ფორუმი