ზელენსკი წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციას მართავს

უკრაინის პრეზიდენტი, დღეს წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციას მართავს. ქვეყნის პირველი პირი რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან თითქმის ორწლიან პერიოდს შეაჯამებს.
უსაფრთხოების ზომების გამო, პრესკონფერენციის ზუსტი დრო უცნობია, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ზელენსკი სიტყვით, კიევის დროით, საღამოს 6 საათზე გამოვა. ბოლოს ასეთი ტიპის პრესკონფერენცია ზელენსკიმ წელს, 24 თებერვალს, ომის წლისთავზე ჩაატარა.
კონფერენციის პარალელურად, ვრცელდება ცნობები, რომ ზელენსკის ერთ დროს უმაღლესი რეიტინგი, ახლა მნიშვნელოვნადაა შემცირებული. ამის მთავარ მიზეზად, პრეზიდენტსა და გენერალ ვალერი ზალუჟნის შორის ომთან დაკავშირებით არსებული სავარაუდო აზრთა სხვადასხვაობა სახელდება.
“კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ” გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ზელენსკის მოწონების რეიტინგი 84%-იდან 62%-მდეა შემცირებული. ჯარისა და სამხედროებისადმი ნდობა კი კვლავ ურყევია და ის 96%-ზე რჩება.
ბრიფინგამდე ცოტა ხნით ადრე, ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თეთრი სახლი უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გადაცემას განიხილავს, ხოლო “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი” უკრაინას 4.3 მილიარდ დოლარს გადასცემს.

ასევე დაგაინტერესებთ

ტაბულას რამდენიმე ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა, რომ კვირას, 22 მარტს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვაზე ჩამოსვლას გეგმავს მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი და ეს რუსული დელეგაციისთვის პრობლემაა

ადვოკატი – „ქართული ოცნება“ სასამართლოზე აგრძელებს წნეხს, რისი ნათელი მაგალითიც არის შალვა პაპუაშვილის განცხადება, რაც ადასტურებს ხელისუფლების მხრიდან ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური ნიშნით ხანგრძლივი პატიმრობის განზრახვას

მსოფლიო პატრიარქი – საუკუნო და უკვდავი იყოს ნეტარი პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნა – მისი ხანგრძლივი და დალოცვილი პატრიარქობის პერიოდში უნიკალურად განმტკიცდა საქართველოს ეკლესიის ურთიერთობა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან