ზელენსკი წლებია ცდილობს, შეერთებული შტატების ჩათრევას რუსეთთან ბირთვულ ომში – -ის დაზვერვის დირექტორი

“ზელენსკი უკვე წლებია ცდილობს შეერთებული შტატების ჩათრევას რუსეთთან ბირთვულ ომში/მესამე მსოფლიო ომში” – ამის შესახებ -ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი, ტულსი გაბარდი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რითაც ზელენსკი-ტრამპის გუშინდელ შეხვედრას და მწვავე დისკუსიას ეხმაურება.
“გმადლობთ პრეზიდენტო ტრამპ თქვენი ურყევი ლიდერობისთვის ამერიკელი ხალხის ინტერესებისა და მშვიდობის დასაცავად. ის, რაც თქვენ თქვით, აბსოლუტურად მართალია: ზელენსკი უკვე წლებია ცდილობს შეერთებული შტატების ჩათრევას რუსეთთან ბირთვულ ომში/მესამე მსოფლიო ომში და არავინ მოუწოდებს მას ამისკენ. გმადლობთ, ვიცე-პრეზიდენტო ვენს ასეთი გადამწყვეტი და ნათელი საუბრისთვის დიპლომატიის აუცილებლობის შესახებ”, – წერს ტულსი გაბარდი.

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”