ზელენსკი: წინასწარი ინფორმაციით, რუსეთმა კიევს ჩრდილოეთ კორეაში წარმოებული რაკეტით დაარტყა

უკრაინის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ს ჯარებმა კიევს ჩრდილოეთ კორეისგან მიღებული რაკეტით დაარტყეს.
24 აპრილს, კიევზე სარაკეტო შეტევის შედეგად სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა და 90 დაშავდა. ს სვიატოშინსკის რაიონში დაინგრა მრავალბინიანი სახლი და დაზიანდა ახლომდებარე შენობები. 25 აპრილი კიევში გლოვის დღეა.
უკრაინის პრეზიდენტმა მ 24 აპრილს, ღამით განაცხადა, რომ წინასწარი ინფორმაციით, რუსეთმა ჩრდილოეთ კორეაში წარმოებული ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა.
ზელენსკის თქმით, უკრაინის სპეცსამსახურები დეტალებს ამოწმებენ და თუ ინფორმაცია დადასტურდება, ეს იქნება რუსეთის და ფხენიანის დანაშაულებრივი კავშირის კიდევ ერთი მტკიცებულება.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთზე რეალური ზეწოლაა საჭირო, რადგან, როცა ომის შესაწყვეტად საერთაშორისო დიპლომატიური ძალისხმევის ფონზე რუსეთი ისევ კლავს მშვიდობიან მოქალაქეებს, ეს ნიშნავს, რომ პუტინს არ ეშინია.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აუცილებელია დარტყმების სრულად და უპირობოდ შეწყვეტა და ომის სამართლიანად დასრულება, უკრაინელების უსაფრთხოების რეალური გარანტია კი ქვეყნის საჰაერო ფარის გაძლიერება იქნება.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ