ზელენსკი: წიაღისეული შესახებ შეთანხმება სამართლიანია და ის რატიფიკაციისთვის რადას წარედგინება

„შეთანხმება არსებობს, მას ხელი მოეწერა, ის რატიფიკაციისთვის უკრაინის უმაღლეს რადას გადაეგზავნება და ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ შეთანხმებასთან დაკავშირებით შეფერხებები არ იყოს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა -სთან გაფორმებულ წიაღისეულის შეთანხმებასთან დაკავშირებით.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით შეთანხმების ხელმოწერა ვატიკანში ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ჩატარებული შეხვედრის პირველი შედეგია. „გვაქვს ს შეხვედრის პირველი შედეგი, რაც მას ნამდვილად ისტორიულს ხდის. მოუთმენლად ველით ჩვენი საუბრის სხვა შედეგებსაც. მნიშვნელოვანი შეხვედრა გამოვიდა და მე და პრეზიდენტმა ტრამპმა ჩვენი დროის ყოველი წუთი 100%-ით გამოვიყენეთ“ – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა შეაქო სამთავრობო გუნდი, რომელმაც ამერიკელებთან შეთანხმებაზე იმუშავა და აღნიშნა, რომ დოკუმენტი მომზადების პროცესში მნიშვნელოვნად შეიცვალა. მისი თქმით, ეს ახლა ნამდვილად თანასწორი შეთანხმებაა, რომელიც ში მნიშვნელოვანი ინვესტიციების და უკრაინაში წარმოების მნიშვნელოვანი მოდერნიზაციის შესაძლებლობას ქმნის.
„შეთანხმებაში ვალი არ არის და იქმნება ფონდი – აღდგენის ფონდი, რომელიც უკრაინაში ინვესტირებას განახორციელებს და ფულს აქ გამოიმუშავებს. ეს არის ამერიკასთან ერთად სამართლიანი პირობებით მუშაობა, როდესაც როგორც უკრაინის სახელმწიფოს, ასევე შეერთებულ შტატებს, პარტნიორობით შეუძლიათ ფულის გამომუშავება, რაც თავდაცვაში გვეხმარება“.
დოკუმენტს ხელი 30 აპრილს ვაშინგტონში მოაწერეს უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ და აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა.
რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდი უზრუნველყოფს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების სფეროში კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებას და ხელს შეუწყობს ინოვაციების დანერგვას, ტექნოლოგიურ განვითარებას და აღდგენას.
ფონდის ფუნქციონირებისთვის საჭირო იქნება ცვლილებების შეტანა უკრაინის საბიუჯეტო კოდექსში, თავად შეთანხმება კი რატიფიცირებული უნდა იყოს უკრაინის პარლამენტის, ვერხოვნა რადის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ

ოლექსი რეზნიკოვი – ზელენსკის აქვს განსაკუთრებული ქარიზმა, ქიმია, დაარწმუნოს პრემიერ-მინისტრები, პრეზიდენტები, მეფეები და მსოფლიოს სხვა ლიდერები, მოუსმინონ და პატივი სცენ – უკრაინას ძალიან გაუმართლა!

ოლექსი რეზნიკოვი – ოვალურ კაბინეტში ცნობილი შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა თავი შუამავლად მოიხსენია – თუ მან ეს როლი აირჩია, რატომ უნდა ვაცნობოთ შუამავალს, უკრაინა რის გაკეთებას აპირებს?

ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკას, ევროპას და ყველას მთელ მსოფლიოში შეუძლია ერთად შეაჩეროს ეს ომი რუსეთზე ზეწოლით – თუ ვინმე ზეწოლას არ ახდენს და ომს მეტ დროს აძლევს სიცოცხლის შესაწირად, ეს თანამონაწილეობა და პასუხისმგებლობაა