უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მედიისთვის ყოველწლიურ პრესკონფერენციას მართავს. უკრაინული მედიის ცნობით, პრესკონფერენცია 2023 წლის შედეგებს ეძღვნება და პრეზიდენტი გასულ წელს აჯამებს.
როგორც ცნობილია, ზელენსკიმ ბოლოს ხანგრძლივი პრესკონფერენცია 2023 წლის 6 ივნისს, ჟურნალისტების დღის წინ, მანამდე კი 2023 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავზე გამართა.
კონკრეტულად რაზე საუბრობს ზელენსკი, უცნობია, რადგან ამ დროისთვის პრესკონფერენცია დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.
