ზელენსკი ყოველდღიურად აგრძელებს ურთიერთობას ერმაკთან, რომელიც ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან კორუფციული სკანდალის გამო გაათავისუფლა – DW

ზელენსკი ყოველდღიურად აგრძელებს ურთიერთობას ერმაკთან, რომელიც ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან კორუფციული სკანდალის გამო გაათავისუფლა – DW
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკიმ კორუფციული სკანდალის გამო გაათავისუფლა, ქვეყნის ლიდერთან ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს ურთიერთობას- ამის შესახებ Deutsche Welle უკრაინულ გამოცემა “ზერკალო ნედელიზე” დაყრდნობით წერს.
„ერმაკი არსად წასულა. ის უბრალოდ აღარ ზის ოფისში და პროცესებს 24/7-ზე აღარ მართავს. თუმცა, ის მუდმივად ხაზზეა, საღამოობით კი პრეზიდენტის სახლშია კონჩა-ზასპაში. სულ ესაა“, – წერს ინა ვედერნიკოვა, უკრაინული გამოცემის რედაქტორი.
გამოცემის ცნობით, ერმაკის გადადგომის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატები დაასახელა, თუმცა, ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელის ვინაობა ჯერ კიდევ უცნობია.
ვედერნიკოვას თქმით, ზოგიერთი კანდიდატი ამ სიიდან ამოიღეს. თავად ზელენსკი კი ცდილობს შეინარჩუნოს ძალაუფლების ის სისტემა, რომელიც ერმაკმა მისთვის ააგო. ჟურნალისტის წყაროს ცნობით, ზელენსკი მზადაა ოფისი პირდაპირ მართოს, „მხოლოდ ტექნიკური ფუნქციები დაუტოვოს, ანალიტიკური ბლოკი კი არსებულ სტრუქტურებს შორის გადაანაწილოს, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს აპარატზე“.
„პაუზა, რომელიც პრეზიდენტმა აიღო, განსაზღვრავს ძველ-ახალი გარემოცვის სიფრთხილესაც. მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკისთან აშკარად გახშირდა ფრაქციის თავმჯდომარის დავით არახამიას, იულია სვირიდენკოს, მიხეილ ფედოროვის, კირილ ბუდანოვისა და სხვების სტუმრობა, ერმაკის ჩამოწერას, ისევე როგორც ადრე, არავინ ჩქარობს“, – ნათქვამია სტატიაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფლის მეურნებაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია

გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირ-სომხეთის სამიტზე: ევროკავშირისთვის და ბევრი სხვა ქვეყნისთვის საქართველო არის შუა დერეფანში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი და შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფაქტორი იქნება გათვალისწინებული და რა თქმა უნდა, ამ თემაზე იქნება მსჯელობა