ზელენსკი „ქართულ ოცნებაზე“ – „გავეცი დავალება, მომზადდეს შესაბამისი სანქცირების გადაწყვეტილებები“

ზელენსკი „ქართულ ოცნებაზე“ – „გავეცი დავალება, მომზადდეს შესაბამისი სანქცირების გადაწყვეტილებები“
ოფიციალური “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას აანონსებს – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ განაცხადა:
„საქართველოში რაც ხდება, არის არა ერთი ერის და არა მარტო ჩვენი რეგიონის პრობლემა — თუ როგორ მიჰყავს დღევანდელ ხელისუფლებას საქართველო რუსეთზე დამოკიდებულობაზე. უბრალოდ სირცხვილია, რასაც აკეთებენ თავიანთი ხალხის წინააღმდეგ. როცა მოსკოვში აქებენ ამ ხელისუფლებას, ეს ნათლად აღნიშნავს, ვისზე მუშაობენ თბილისში და ვისთვის არბევენ მიტინგებს.
ნამდვილად არ აკეთებენ ამას საქართველოსთვის. ვამზადებთ ჩვენს იურიდიულ რეაგირებას და ვმუშაობთ ევროპელებთან და სხვა პარტნიორებთან კონკრეტულ ქმედებებზე. გავეცი დავალება, მომზადდეს შესაბამისი სანქცირების გადაწყვეტილებები“

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – საქართველოში ორი არაბული ქალაქის აშენებას აპირებენ – არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს კორუფციულ გარიგებასთან, ან ივანიშვილის არაბულ აფიორასთან, დაუყოვნებლივ უნდა გასაჯაროვდეს არაბებთან დადებული ხელშეკრულება