ზელენსკი ფონ დერ ლაიენზე: ჩვენ ერთნაირი ხედვა გვაქვს

“მადლობა გადავუხადე ურზულას მისი მკაფიო პოზიციისა და უკრაინის მხარდამჭერი გზავნილებისთვის ევროპარლამენტში დღევანდელი გამოსვლისას. ჩვენ ერთნაირი ხედვა გვაქვს: სანამ განაგრძობს ყველა სამშვიდობო ძალისხმევის უარყოფას, მის წინააღმდეგ სანქციები უნდა გამკაცრდეს და გაგრძელდეს უკრაინის თავდაცვითი და ფინანსური დახმარება”, – წერს უკრაინის პრეზიდენტი ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენთან საუბრის შემდეგ.
“განვიხილეთ მიმდინარე დიპლომატიური ვითარება და ევროკავშირის მუშაობა ს გაყინული აქტივების უკრაინის თავდაცვისთვის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებაზე”, – აღნიშნავს ზელენსკი.
26 ნოემბერს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა:
„საზღვრების საფრთხის ქვეშ დაყენებით კარს ვუღებთ მეტ ომს ხვალ და ამას ვერ დავუშვებთ. სუვერენიტეტი გულისხმობს აგრეთვე საკუთარი მომავლის არჩევას. მ აირჩია ევროპული მომავალი, რამაც შედეგად უკვე მოიტანა მისი ნაწილობრივი ინტეგრაცია ევროკავშირის ერთიან ბაზარსა და ჩვენს თავდაცვით ინდუსტრიაში და ეს მხოლოდ დასაწყისია.
ევროპის მომავალი გადაჯაჭვულია უკრაინის მომავალთან და შესაბამისად, უკრაინის მომავალი ევროპაშია. ეს მხოლოდ ბედისწერის საკითხი არ არის, არამედ არის მთავარი, არსებითი ნაწილი უსაფრთხოების გარანტიის ნებისმიერი ჩარჩოსი და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, რომ ეს ერთად განვახორციელოთ“.
ურზულა ფონ დერ ლაიენი აგრეთვე მიესალმება მოლაპარაკებებს უკრაინის შესახებ სამშვიდობო შეთანხმებაზე და აცხადებს, რომ ევროპის აზრით, რამდენიმედღიანი მოლაპარაკებების შემდეგ უკვე არსებობს „ათვლის წერტილი“:
„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჟენევაში უკრაინის, -ისა და ჩვენი, ევროპელების მუშაობის წყალობით, უკვე გვაქვს ათვლის წერტილი. ვიცით, რომ კიდევ ბევრად მეტი ძალისხმევაა საჭირო“.
ფორუმი