ზელენსკი: უკრაინის წინააღმდეგობა ჭეშმარიტად გმირულია

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ კიევში დასრულდა მრავალსაათიანი სამაშველო საქმიანობა:
„დასრულდა სამაშველო სამუშაოები კიევში, საცხოვრებელ შენობაზე ს „შაჰედის“ დარტყმის ადგილას. მაშველები ღამის შემდეგ მუშაობდნენ და დიდი დრო დასჭირდა სახანძრო ძალისხმევას.
მხოლოდ დღეს, მარტო კიევში, სამი ადამიანია მოკლული ს თავდასხმის შედეგად, 31 დაშავდა, მათ შორის 7 ბავშვია”.
უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რუსებმა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენეს “თითქმის 1200 მოიერიშე დრონი და სხვადასხვა ტიპის 50 რაკეტა – უმრავლესობა, ბალისტიკური. ასეთი საფრთხისგან დაცვა მხოლოდ კოლექტიური ძალისხმევით არის შესაძლებელი – მსოფლიოში არც ერთი სახელმწიფო უნდა დარჩეს მარტო ამის წინაშე”.
ზელენსკი ჩამოთვლის ბოლოდროინდელ კომუნიკაციას ევროპელ ლიდერებთან:
“ვესაუბრე გერმანიის კანცლერს და გვაქვს კომუნიკაცია სხვა ევროპელ პარტნიორებთან „პატრიოტებთან“ დაკავშირებით. განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავ გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის მიმართ: მიღებულია გადაწყვეტილება საფრანგეთის მიერ უკრაინისთვის დამატებითი „მირაჟის“ მოიერიშე თვითმფრინავებისა და საჰაერო თავდაცვის რაკეტების მიწოდებაზე. გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს ჩვენს დახმარებას საჰაერო თავდაცვის კუთხით: რაკეტების მოწოდებითა და გადამტაცი დრონების წარმოებით. ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს ფინეთმა და ესპანეთმა PURL-ის ინიციტივის ფარგლებში წვლილის შეტანით – ეს არის ამერიკული იარაღის შეძენის მექანიზმი, მათ შორის „პატრიოტებისთვის“ საჭირო რაკეტების”.
ზელენსკის ინფორმაციით, მზადდება ახალი პროექტები:
“იქნება მეტი იარაღის ერთობლივი წარმოება. იმისთვის, რომ მსოფლიო რუსეთს ძლიერის პოზიციიდან ელაპარაკოს, ჩვენ ში უნდა ვიდგეთ ძლიერად. უმნიშვნელოვანესია იმის შედარება – რას და რამდენ ხანში გეგმავდნენ რუსები, იმასთან – რა მოახერხეს სინამდვილეში”.
უკრაინის პრეზიდენტი ლაპარაკობს ფრონტზე არსებულ ვითარებაზეც. მათ შორის, პოკროვსკზე ამბობს:
“ქალაქში არიან მტრის სადაზვერვო და დივერსიული ჯგუფები. ლოჯისტიკა კვლავაც რთულია. თუმცა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ოკუპანტის განადგურება; უნდა გავაგრძელოთ მაქსიმალური დანაკარგების მიყენება რუსებისთვის”.
25 ოქტომბერს ღამით რუსეთმა დრონებით მიიტანა იერიში კიევზე.
ს მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, ს დესნიანსკის რაიონში, “შაჰედის” ნამსხვრევები მოხვდა ცხრასართულიან საცხოვრებელ შენობას, რის შედეგადაც გაჩენილმა ხანძარმა მოიცვა რამდენიმე სართული. დრონების იერიშის შედეგად ასევე დაზიანდა კიდვ ერთი ცხრასართულიანი შენობის ფასადი და ზედა სართულების გადახურვა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – ხელქვეითები ივანიშვილს ატყუებენ, როცა ეუბნებიან, რომ თუ ტყვეებს აიყვანს, შესაძლოა, დასავლეთი მოლაპარაკების მაგიდასთან დაუჯდეს და პოლიტპატიმრების აყვანით, მას შეუძლია დაიბრუნოს მისი მილიარდი დოლარი

გურამ მაჭარაშვილი – მარკ რუტემ კარგად იცის, რომ საქართველო წლებია, მზადაა, ნატოში გასაწევრიანებლად – ახლა ამბობს, თუ სურვილი აქვთ, იმეცადინონო, როცა გვითხრეს, ძალიან კარგად ხართ მომზადებულიო?! – ამოვუღებთ ამ ვიდეოებს და ვაჩვენებთ