ზელენსკი უკრაინის მხარდასაჭერ დასავლეთ ბალკანურ სამიტში მონაწილეობს

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში უკრაინის მხარდასაჭერი დასავლეთ ბალკანური სამიტი მიმდინარეობს, რომლის თანამასპინძელიც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკა.
სამიტის წინ, ზელენსკიმ და ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ, რომლის ქვეყანაც უკრაინის მტკიცე მხარდამჭერია, ხელი მოაწერეს ორმხრივი მეგობრობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამიტს” ესწრებიან სერბეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, კოსოვოს, ბოსნია-ჰერცეგოვინისა და მონტენეგროს ლიდერები. სამიტში ასევე მონაწილეობს მოლდოვის პროდასავლელი პრეზიდენტი მაია სანდუ.
ზელენსკი, რომელიც ალბანეთში დან ჩავიდა, სამიტის პარალელურად, ორმხრივ შეხვედრებს მართავს, რაც მიზნად ისახავს, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მხრიდან ს მხარდაჭერის გაძლიერებას.
ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იგლი ჰასანმა, რომელიც ზელენსკის ტირანას აეროპორტში დახვდა, თქვა, რომ სამიტი არის “გადამწყვეტი მომენტი, ორმხრივი კავშირების გასაძლიერებლად და უკრაინისადმი სოლიდარობისთვის, – ს აგრესიის წინააღმდეგ, მის გმირულ ბრძოლაში”.
ნატოს წევრები ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია და მონტენეგრო, ს წინააღმდეგ სანქციების რეჟიმს შეუერთდნენ და კიევს იარაღსა და საბრძოლო მასალას აწოდებენ.
ამ თვის დასაწყისში, ტირანაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ამერიკის სახელმწიფო მდივანი. ენტონი ბლინკენმა, უკრაინისადმი ალბანეთის მხარდაჭერაზე ისაუბრა.
”ეს იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც რუსული აგრესიის შემდეგ, ს სამხედრო დახმარება გაუგზავნა – იარაღი, საბრძოლო მასალა, ნაღმების გამძლე მანქანები – და ამჟამად ერთ-ერთია პირველ ათეულში, ერთ სულ მოსახლეზე უკრაინის მხარდაჭერისა და უსაფრთხოების დახმარების თვალსაზრისით“, – თქვა ბლინკენმა.
სერბეთი კი, ტრადიციულად მოსკოვის მოკავშირე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნორვეგიის საგარეო უწყება – ყოველდღიური პროტესტების ერთი წელი საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერების შემდეგ – უკანონოდ დაპატიმრებულები უნდა გათავისუფლდნენ

ევროკომისიის სპიკერი – ვნახეთ ამბები უკრაინაში დღევანდელი ჩხრეკების და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის გადადგომის შესახებ – ევროკომისია გააგრძელებს ვითარებაზე ყურადღებით დაკვირვებას