ზელენსკი: უკრაინის მიწაზე ომი რუსეთმა მოიტანა და უნდა იგრძნოს, რაც გააკეთა

რუსეთის კურსკის ოლქის ხელისუფლება უკრაინელების მხრიდან რაკეტებით და დრონებით მორიგი შეტევის შესახებ იუწყება. ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსეი სმირნოვმა დღეს, 9 აგვისტოს დილით, ტელეგრამით გაავრცელა ცნობა, რომ მოგერიებულია ოთხი უკრაინული რაკეტა და ამდენივე დრონი.
კურსკის ოლქში 6 აგვისტოდან გრძელდება სახმელეთო ბრძოლაც, რომლის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო და გენერალური შტაბი ოფიციალურად არაფერს ამბობენ.
ამასთან, 8 აგვისტოს, უკრაინის არმიის მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც მედიამ კურსკის ოპერაციაზე მინიშნებად შეაფასა.
კერძოდ, სირსკიმ გამოაქვყნა რამდენიმე სამხედროსთან ერთად ტყის ბილიკზე გადაღებული ფოტო, წარწერით, რომ გამსვლელ რაიონში მუშაობს. როგორც გამოცემა „უკრაინსკა პრავდა” წერს, ასე უწოდებენ ადგილს, საიდანაც ქვედანაყოფები შეტევაზე გადასვლას იწყებენ.
8 აგვისტოს, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას პრეზიდენტმა მ განაცხადა, რომ ოლექსანდრ სირსკისგან მიიღო სამი „შედეგიანი მოხსენება, სწორედ ისეთი, როგორიც სახელმწიფოს ახლა სჭირდება“. ზელენსკის დეტალები არ დაუკონკრეტებია და არც კურსკის ოლქი უხსენებია, თუმცა თქვა, რომ უკრაინის მიწაზე ომი რუსეთმა მოიტანა და უნდა იგრძნოს, რაც გააკეთა.
ს თავდაცვის სამინისტრომ 8 აგვისტოს განაცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებები გრძელდება კურსკის ოლქის სუჯის და კორენევსკის რაიონებში. ეს ტერიტორია უკრაინის სუმის ოლქს ესაზღვრება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ავიაციის და სარაკეტო და საარტილერიო ძალების მოქმედების შედეგად მოწინააღმდეგის წინსვლა აღკვეთილია. სხვა წყაროები, მათ შორის კრემლის მხარდამჭერი ე.წ. სამხედრო ბლოგერებიც ამას არ ადასტურებენ.
რუსეთმა 6 აგვისტოს გამოაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები კურსკის ოლქის ტერიტორიაზე შეიჭრნენ.
7 აგვისტოდან კურსკის ოლქში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ამოქმედდა.
რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა კურსკის ოლქში განვითარებულ მოვლენებს „ს რეჟიმის მასშტაბური პროვოკაცია“ უწოდა. რუსეთის გენშტაბის უფროსი გერასიმოვი პუტინს დაჰპირდა, რომ ოპერაცია უკრაინის ძალების „სრული განადგურებით” დასრულდება.

ასევე დაგაინტერესებთ

რამაზ საყვარელიძე – ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლები შედეგი ჰქონოდა, ხმები დაეკარგათ – ეს მათ იციან, თუმცა პრეზიდენტმა არ იცის, ცოცხალი პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება არ აქვს, პრეზიდენტობაც კი გაუჭირდა

გივი მიქანაძე აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვაზე – წინასაარჩევნო პერიოდში უცხო ქვეყნის მხრიდან მსგავსი ქმედებების განხორციელება წარმოადგენს წინასაარჩევნო პროცესში ჩარევას

გივი მიქანაძის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლებმა, ქუთაისსა და გორში, „ქართული ოცნების“ შეხვედრების ჩაშლა სცადეს, რაც საარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლას წარმოადგენს

გივი მიქანაძე – არასამთავრობო ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“ აქტიურადაა ჩართული ხელისუფლების საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდაში, ამ ორგანიზაციის გამგეობის წევრებმა განახორციელეს შემოწირულობა ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ