ზელენსკი: უკრაინა მზადაა, რუსეთს გაუცვალოს დაკავებული ტერიტორიები

უკრაინა მზადაა, მისი შეიარაღებული ძალების მიერ კურსკში დაკავებული ტერიტორიები გაცვალოს „სხვა“ მიწებზე, რომლებსაც აკონტროლებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მ განაცხადა The Guardian-თან საუბარში.
„ერთ ტერიტორიას მეორეში გავცვლით. არ ვიცი [რომელში], ვნახოთ. მაგრამ ყველა ჩვენი ტერიტორია მნიშვნელოვანია, პრიორიტეტი არა გვაქვს,“ თქვა ზელენსკიმ.
მისი სიტყვებით, კიევმა შეიძლება ეს საკითხი დააყენოს, თუკი -ის პრეზიდენტი მოახერხებს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების ორგანიზებას. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები შეუძლებელი იქნება ვაშინგტონის მონაწილეობის გარეშე.
ასევე უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი საფრანგეთის პრეზიდენტ ს წინადადებაზე ში უცხოური სამხედრო კონტინგენტის განთავსების შესახებ, ნატოში ქვეყნის გაწევრიანების მომენტამდე. მისი სიტყვებით, ასეთი მისია ეფექტიანი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ის მასშტაბური იქნება.
„რაც შეეხება ემანუელის იდეას, თუკი ის უსაფრთხოების გარანტიების ნაწილია – მაშინ კი, თუ იქნება ევროპის 100-150 ათასი სამხედრო – მაშინ კი. მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი ჩვენ არ გვექნება პარიტეტი რუსეთის არმიასთან, რომელიც დგას ჩვენ წინაშე,“ თქვა მან.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უფრო რბილი სამშვიდობო მისია ვერ იქნება წარმატებული, თუკი არ იქნება მოცემული გარანტიები, რომ ის შეძლებს რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევას მოსკოვის მხრიდან საბრძოლო მოქმედებების განახლების შემთხვევაში.