ზელენსკი: უკრაინას არ აქვს ძალები ყირიმისა და დონბასის სამხედრო გზით დასაბრუნებლად

უკრაინის პრეზიდენტი, ამბობს, რომ ამამად უკრაინას არ გააჩნია ძალები რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმისა და დონბასის სამხედრო გზით დასაბრუნებლად.
ამავე დროს, იგი ხაზს უსვამს, რომ ეს არ ნიშნავს რუსული ოკუპაციის იურიდიულად აღიარებას.
„იურიდიულად ვერ ვიტყვით უარს ჩვენს ტერიტორიებზე, ეს კონსტიტუციითაა აკრძალული. ფიზიკურად კი, რისთვისაა ეს ხმამაღალი სიტყვები? თუ ფიზიკურად ისინი აკონტროლებენ ჩვენი ტერიტორიის ნაწილს, ეს ასეცაა. სამწუხაროა, რომ ჩვენ არა.
თუ დღეს არ გვაქვს ძალები, რომ სამხედრო გზით დავიბრუნოთ ტერიტორიები, დასავლეთს შეიძლება გამოუჩნდეს ძალები, რათა დასვას პუტინი მოლაპარაკების მაგიდაზე და დიპლომატიურად მოაგვაროს ეს ომი“, — ციტირებს მას „უკრაინსკა პრავდა“.

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – გადაუდებლად აუცილებელია, სინდისის პატიმრები გათავისუფლდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხელაც არ შეხვედრიან მშობლებს ან ადვოკატებს – ვინმეს მათთან დიალოგი კი არ ენატრება, მაგრამ უნდა დაიწყოს ლაპარაკი