უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიუკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩაშალეს რუსეთის თავდასხმითი ოპერაცია, რომელსაც მარტისთვის გეგმავდნენ.
“უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩაშალეს რუსეთის სტრატეგიული თავდასხმითი ოპერაცია, რომელსაც მტერი ამ მარტისთვის გეგმავდა. მიუხედავად იმისა, რომ შეტევები მუდმივად გრძელდება და შტურმებიც გრძელდება, შეტევების ინტენსივობა და დაპირისპირების მასშტაბი არ არის ის, რაც რუსებმა დაგეგმეს და რასაც მათი სარდლობა რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ჰპირდებოდა.” – თქვა ზელენსკიმ.
