ზელენსკი: უკრაინაზე საუბარი უკრაინის გარეშე შეუძლებელია, ამას ვერავინ მიიღებს

უკრაინის პრეზიდენტმა -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის დაგეგმილ შეხვედრამდე განაცხადა, რომ ეს მოლაპარაკებები მნიშვნელოვანია მათი, ანუ, რუსეთისა და აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობებისთვის, სთან მიმართებით კი “უკრაინის გარეშე უკრაინაზე საუბარი შეუძლებელია და ამას ვერავინ მიიღებს”.
“რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მნიშვნელოვანია ლიდერების დონეზე, მაგრამ უკრაინაზე საუბარი უკრაინის გარეშე შეუძლებელია და ამას ვერავინ მიიღებს. ამდენად, პუტინსა და ტრამპს შორის საუბარი შესაძლოა, მნიშვნელოვანი იყოს მათი ორმხრივი ურთიერთობებისთვის. თუმცა, ისინი ჩვენს გარეშე ვერაფერს ვერ მიღებენ. მე ნამდვილად მჯერა და იმედი მაქვს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ეს ესმის და აცნობიერებს”, – აღნიშნა მან.
“იქ რამდენიმე საკითხი წამოიჭრება. გააკეთეთ ყველაფერი, რომ ეს ომი დასრულდეს. არის რაღაცები, რაც თქვენს გულშია და არის რაღაცები, რაც თქვენს კონსტიტუციაშია”, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.