ზელენსკი ტრამპთან და მაკრონთან შეხვედრაზე: გვსურს, ომი სწრაფად და სამართლიანად დასრულდეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და -ს არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პარიზში შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის შესახებ ზელენსკი X-ზე წერს.

ზელენსკის თქმით, სამივე მხარემ გამოხატა სურვილი, რომ ომი რაც შეიძლება სწრაფად და სამართლიანად დასრულდეს. უკრაინის პრეზიდენტი წერს, რომ შეხვედრაზე ერთად მუშაობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

ელისეს სასახლეში კარგი და პროდუქტიული სამმხრივი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან.

პრეზიდენტი ტრამპი, როგორც ყოველთვის, მტკიცეა. მადლობას ვუხდი. მადლობელი ვარ ასევე ემანუელის ამ მნიშვნელოვანი შეხვედრის ორგანიზების გამო.

ყველას გვსურს, რომ ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად და სამართლიანად დასრულდეს. ვისაუბრეთ ჩვენს ხალხზე, ადგილზე არსებულ ვითარებასა და სამართლიან მშვიდობაზე.

შევთანხმდით, რომ ერთად მუშაობას გავაგრძელებთ და კონტაქტს შევინარჩუნებთ. მშვიდობა ძალის მეშვეობით შესაძლებელია.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: ფინანსურად ივანიშვილი შეინახავს „იმედს“, აქ მთავარია, რამდენად შეძლებს ისევ ისე ოპერირებას და მგონია, რომ ვერ შეძლებს – „იმედი“ დასუსტდა და ეს პირდაპირ პროპორციული იქნება „ქართული ოცნების“ დასუსტების

“ჩვენ ბოლომდე კონტროლქვეშ გვაქვს ვითარება… არაფერი გადასარჩენი არ სჭირს არც „იმედს“ და არც „პოსტივის“” – ირაკლი კობახიძისა და „ფორმულას“ ჟურნალისტ სალომე ლაბაძის კითხვა-პასუხი (ვიდეო)