ზელენსკი სირიის ლიდერს შეხვდა – “სამხედრო გამოცდილების გაცვლის ინტერესი არსებობს”

უკრაინის პრეზიდენტი, და სირიის პრეზიდენტი, აჰმედ ალ-შარააუკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ქვეყნებს შორის სამხედრო და უსაფრთხოების გამოცდილების გაცვლის მიმართ არსებობს დიდი ინტერესი.
“შევთანხმდით, რომ ერთად ვიმუშავებთ, რათა ჩვენს საზოგადოებებს მეტი უსაფრთხოება და განვითარების შესაძლებლობები მივცეთ. ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ სიტუაციაზე და მისი უკეთესობისკენ შეცვლის პერსპექტივებზე. ასევე განვიხილეთ რუსეთის ომის გარემოებები უკრაინის წინააღმდეგ, მადლობელი ვარ მხარდაჭერისთვის” – დაწერა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, ქვეყნის ლიდერები ასევე შეეხნენ უკრაინის როლს, როგორც სურსათის პროდუქციის საიმედო მომწოდებელს და განიხილეს ერთობლივი შესაძლებლობები, რათა გაძლიერდეს სასურსათო უსაფრთხოება მთელ რეგიონში.
“ძალიან კარგად გვესმის, რა ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული გამოწვევები დგას ამჟამად სირიის წინაშე. მზად ვართ ერთად ვიმუშაოთ, რათა ჩვენი სახელმწიფოებისა და ხალხების შესაძლებლობები გაიზარდოს” – დაამატა ზელენსკიმ.