ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, საუდის არაბეთში ჩავიდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
ზელენსკის თქმით, პრინც მუჰამედ ბინ სალმან ალ საუდს შეხვდება, მოლაპარაკებების მთავარი თემა კი მშვიდობის ფორმულა იქნება.
“გასულ წელს ჯიდაში, მრჩეველთა დონეზე ნაყოფიერი შეხვედრა გავმართეთ. ჩვენ ახლა პირველ მშვიდობის სამიტს ვუახლოვდებით და ს აქტიური მხარდაჭერის იმედი გვაქვს.
მეორე თემა ტყვეებისა და დეპორტირებულთა დაბრუნება.
საუდის არაბეთის ხელმძღვანელობამ უკვე შეიტანა წვლილი ჩვენი ხალხის გათავისუფლებაში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრაც შედეგს გამოიღებს.
ჩვენ ასევე განვიხილავთ ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტიულ სფეროებს და საუდის არაბეთის ჩართულობას
უკრაინის რეკონსტრუქციაში”, – წერს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ჩვენ თუ ჩვენს სამშობლოში არ გადავწყვიტეთ ჩვენი გადასაწყვეტი, რამდენიმე ათწლეულში ერი აღარ იარსებებს! ამიტომ არის ქვეყნის დამოუკიდებლობა მთავარი პრიორიტეტი! დამოუკიდებლობა ყველასგან!

გრიგოლ გეგელია – როდესაც მაღალი სასულიერო იერარქია აცხადებს, რომ მის მიმართ შესაძლო ლიკვიდაცია იგეგმებოდა, ეს დაუყოვნებლივ უნდა იყოს გამოძიებული – ბევრი მაგალითი გვახსოვს, როგორ ცდილობდა „ქართული ოცნება” ეკლესიის საქმეებში ხელის ფათურს